„South Park“-ის შემქმნელებმა ტრამპი დატროლეს
საკულტო მულტფილმი სახელს შეიცვლის.
ანიმაციურმა სერიალმა „სამხრეთი პარკი“ (South Park) განაცხადა, რომ სახელი „სამხრეთ ამერიკად“ შეიცვალა.
„Apple-ისა და Google-ის სიმამაცითა და პატრიოტიზმით შთაგონებულები, „სამხრეთ პარკის“ სახელს ვცვლით და მას SOUTH AMERICA-ს („SOUTH AMERICA“) ვარქმევთ. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მშობელ კომპანია Paramount-ს — Skydance-ის წინაშე კაპიტულაციისთვის“, — განაცხადეს სერიალის შემქმნელებმა ტრეი პარკერმა და მეტ სტოუნმა.
სერიალის 29-ე სეზონი 16 სექტემბერს Comedy Central-ზე გავა ეთერში, ხოლო ახალი ეპიზოდები სანახავად მომდევნო დღეს იქნება ხელმისაწვდომი Paramount+-ზე ამერიკის (ჩრდილოეთის) გაერთიანებულ სახელმწიფოებში, კანადასა და ავსტრალიაში.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა გადაწყვიტა ნიუ-მექსიკოს სახელმწიფოსთვის სახელი „ახალი ამერიკა“ დაერქმია. მანამდე, ტრამპის ბრძანების შემდეგ, Google-მა ონტარიოს ტბას ამერიკის (ჩრდილოეთის) გაერთიანებული სახელმწიფოებისთვის სახელი გადაარქვა.
კომენტარის დამატება