უზბეკეთმა თავისი ანბანი შეცვალა
ტაშკენტი ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული ანბანის სტრუქტურას ცვლის.
უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო კანონი ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული უზბეკური ანბანის სტრუქტურის შეცვლის შესახებ.
„კანონს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები კანონში „ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული უზბეკური ანბანის შემოღების შესახებ“ და ადგენს, რომ ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული უზბეკური ანბანი 26 ასოსა და სამი ასოთა კომბინაციის ნაცვლად 28 ასოსა და ერთ აპოსტროფს შედგება. <…> განხილვის შემდეგ კანონი სენატორებმა დაამტკიცეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პარლამენტარებმა ამ ინიციატივის დასამტკიცებლად უკვე მისცეს ხმა. ამასთანავე, გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი: ძველი დამწერლობის გამოყენებით შედგენილი დოკუმენტები, ბანკნოტები, ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე არსებული ნიშნები და სახელმწიფო სიმბოლოები მიმოქცევაში დარჩება მათ შეცვლამდე ან ფიზიკურ გაცვეთამდე.
სენატის მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უზბეკური ენის განვითარებას ციფრულ გარემოში და გაამარტივებს მის გამოყენებას. დოკუმენტი მალე გადაეგზავნება სახელმწიფო მეთაურს ხელმოსაწერად.
კომენტარის დამატება