HBO-მ „ჰარი პოტერის“ სერიალის მეორე სეზონში საკვანძო როლებისთვის მსახიობები შეარჩია

Total page views: 37
новые актеры

სერიალის პრემიერა შობას არის დაგეგმილი.

აგს (ჩ)-ის სატელევიზიო ქსელმა HBO-მ შეარჩია მსახიობები, რომლებიც სერიალ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონში უიზლების ოჯახის მამის, მოჩვენება მირტლისა და მომაბეზრებელი მოსწავლე-ფოტოგრაფის, კოლინ კრევის როლებს შეასრულებენ. ამის შესახებ Variety იტყობინება.

ფილმებში „ჰარი პოტერი“ ამ როლებს, შესაბამისად, მარკ უილიამსი, შირლი ჰენდერსონი და ჰიუ მიტჩელი ასრულებდნენ.

Variety-ის ცნობით, სერიალს არტურ უიზლის როლში რეიფ სპოლი, მოჩვენება მირტლის როლში მოლი ჰიუიტ-რიჩარდსი, ხოლო კოლინ კრევის როლში ჯასპერ ამბროსი შეუერთდებიან.

სერიალის „ჰარი პოტერი“ პრემიერა 2026 წლის შობას არის დაგეგმილი. პროექტში მონაწილეობენ დომინიკ მაკლაფლინი (ჰარი პოტერი), არაბელა სტენტონი (ჰერმიონ გრეინჯერი), ალასტერ სტაუტი (რონ უიზლი), ჯონ ლითგოუი (ალბუს დამბლდორი), ჯანეტ მაკტირი (მინერვა მაკგონაგალი), პააპა ესიედუ (სევერუს სნეიპი) და სხვები.

კომენტარის დამატება

Простий текст

  • No HTML tags allowed.
  • Lines and paragraphs break automatically.
  • Web page addresses and email addresses turn into links automatically.