ვატიკანის მიერ წარმოებული ფილმი პირველად წარადგინეს „ოსკარზე“

Total page views: 50
ватикан

ფილმის „მწვანე ლავის“ ხანგრძლივობა 39 წუთია.

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მწვანე ლავა“, რომელიც ვატიკანის მხარდაჭერით შეიქმნა, ოსკარზე განსახილველად წარადგინეს. ჯილდოს თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მასში ვატიკანი მიიღებს მონაწილეობას. 18-დან 24 სექტემბრამდე ფილმს ბევერლი-ჰილზში, ლუმიერის მუსიკის დარბაზში აჩვენებენ, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი განაცხადის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციას შეავსებს, იუწყება Variety.

„მწვანე ლავა“ 39 წუთს გრძელდება და მოგვითხრობს ჯაკომო მატივის ცხოვრების შესახებ. იგი დუშენის კუნთოვანი დისტროფიით — იშვიათი გენეტიკური დაავადებით — დაიბადა, რომელიც კუნთების ატროფიას იწვევს. მატივი დოლომიტების ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ის 23 წლისაა; დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წელია. 2022 წლის იანვარში მისი ძმა იმავე დაავადებით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ფილმის რეჟისორები არიან იტალიელი კინორეჟისორი ლია ბელტრამი და თურქი რეჟისორი და პროდიუსერი ალი აქსუ. ბელტრამი იმავე სოფელში ცხოვრობს, სადაც მატივების ოჯახი. „საოცარია, თანამედროვე სამყაროში რომ ხედავ, როგორ გაერთიანდა საზოგადოება ჯაკომოს გარშემო, როგორ ეპყრობიან მას ავტომატურად სიკეთითა და მიმღებლობით. იმედი მაქვს, მსოფლიო ამ ფილმს ნახავს და შთაგონებული იქნება, დაემსგავსოს მთებში მცხოვრებ ადამიანებს“, — ნათქვამია მის განცხადებაში.

ფილმი ბელტრამის კომპანიამ Emotions to Generate Change-მა Vatican News-თან, Radio Vaticana-სა და Vatican Media-სთან თანამშრომლობით გამოუშვა. ოფიციალურად, ფილმი ოსკარზე ვატიკანს არ წარმოადგენს. სრულმეტრაჟიანი ფილმებისგან განსხვავებით, მოკლემეტრაჟიან ფილმებს კონკრეტული ქვეყნის ეროვნული მთავრობის ან კომიტეტისგან ოფიციალური წარდგენა ან დამტკიცება არ სჭირდებათ.

ორპირი სახელმწიფოს მანევრები ვერ წაშლის მოსკოვიისადმი ერთგულებას.

კომენტარის დამატება

Простий текст

  • No HTML tags allowed.
  • Lines and paragraphs break automatically.
  • Web page addresses and email addresses turn into links automatically.