წმინდა დედა
ლევ ტოლსტოი, „ბავშვობა“ (თავი XXIII. წერილი)
„...მე არ ვდრტვინავ ღვთის წინაშე, რომელიც ჩემი ცხოვრების ხანაში მიხმობს თავისთან, არამედ მხოლოდ თქვენთვის ვლოცულობ, ჩემო ძვირფასო შვილებო...
გიყვარდეთ ერთმანეთი, დაეხმარეთ ერთმანეთს, მხარში ამოუდექით ერთმანეთს. გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ შორის თანხმობა და ძმური სიყვარული არ იქნება, ყველაზე უბედური ადამიანები იქნებით ამქვეყნად.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ერთი დედისგან ხართ დაბადებულნი, ერთი სახლის ჭერქვეშ გაიზარდეთ და ცხოვრების სიხარულიცა და მწუხარებაც ერთად უნდა გაიზიაროთ. ვლოცულობ ღვთის წინაშე, რომ მან გაკურთხოთ, ბოროტებისგან დაგიფაროთ და სიმართლის გზაზე გატაროთ...“
კომენტარის დამატება