ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველოს წარადგენს
„გურიას“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს „გურიას“ ოსკარის დაჯილდოებაზე წარადგენს.
ფილმი წარდგენილი იქნება კატეგორიაში „საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი“.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა ხუთი ფილმი: გიორგი ოვაშვილის „მთვარე მამაჩემია“; ნინო ბასილიას „ფაზა“; ნიკოლოზ ხომასურიძის „გაიზიარე სიყვარული“; ანა ურუშაძის „მეორეხარისხოვანი როლი“ და ლევან კოღუაშვილის „გურია“.
კომენტარის დამატება