მეცნიერებმა შაბათ-კვირას გამოძინების სარგებელი განმარტეს

Total page views: 20
.

ახალმა კვლევამ თავისი შედეგებით მკვლევრები გააოცა.

მეცნიერებმა გააანალიზეს თითქმის 41 000 ზრდასრული ადამიანის მონაცემები, რომლებიც 2016-დან 2023 წლამდე პერიოდს მოიცავდა, — იტყობინება Prevention. მკვლევრებმა მონაწილეების ძილის ხანგრძლივობა სამუშაო და არასამუშაო დღეებში შეადარეს, შემდეგ კი ეს მაჩვენებლები არტერიული წნევის მომატების შემთხვევებს დაუკავშირეს.

კვლევის ავტორის, კორეის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის წარმომადგენელ ნავონ ლის თქმით, შაბათ-კვირას დაახლოებით 1 საათითა და 26 წუთით მეტი ძილი ჰიპერტენზიის დაახლოებით 9%-ით ნაკლებ ალბათობას უკავშირდებოდა.

ეს კავშირი განსაკუთრებით მკაფიო იყო იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევდნენ.

კომენტარის დამატება

Простий текст

  • No HTML tags allowed.
  • Lines and paragraphs break automatically.
  • Web page addresses and email addresses turn into links automatically.